"ეს ხალხი ჩემი მეგობრებია, მორაგბეები. მე სურვილი მაქვს, რომ მხარეებმა ვითანამშრომლოთ" - სოსო ტყემალაძე

10 მარტი 2021, 14:04 1024 ნახვა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის ერთადერთი კანდიდატის გამოჩენას რაგბის კავშირის შენობასთან ხმაური და  სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნის მორიგი მცდელობაა.

იოსებ ტყემალაძე გამოეხმაურა, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ქედის სარაგბო კლუბ "ფირალეთის" ხელმძღვანელს, კახა ხაბაზს, ბავშვის ოპერაცია იმის გამო არ დაუფინანსეს რომ, მან ირაკლი აბუსერიძეს მისცა ხმა.

"ეს ხალხი ჩემი მეგობრებია, მორაგბეები. მე სურვილი მაქვს, რომ მხარეებმა ვითანამშრომლოთ. ბავშვზე ამ სიბინძურეს ნუ გაავრცელებთ"- განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ვადების დარღვევის გამო პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. 24 თებერვალს კი ყრილობა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში