დებატები საქართველოზე ევროპარლამენტში

10 მარტი 2021, 20:09 1085 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს აქვს არაკონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც იგი ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს გამოეხმაურა.

ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების განხილვისას ყურადღება გაამახვილეს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის დაღმასვლაზე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე, შარშანდელი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ პირობებზე და ნიკა მელიას დაპატიმრებაზე.

ევროკავშირი პრიორიტეტად ხედავს დემოკრატიის კონსოლიდირებას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები კარგად ხედავენ როგორი ღრმა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში.

“ქართული ოცნების” წევრები კი არ ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტარები  კრიტიკულები იყვნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში