არჩევნების მეორე ტური – წინასწარი შედეგი

31 ოქტომბერი 2016, 00:00 3411 ნახვა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნიდან შემაჯამებელი ოქმები უკვე მიიღო. დათვლილია 348-ვე უბნის შედეგები. პირველადი მონაცემებით, აჭარის ექვსივე ოლქში ''ქართული ოცნების'' კანდიდატებმა გაიმარჯვეს. უბნების დახურვის მომენტისთვის დაახლოებით 50 საჩივარი იყო დაწერილი, ოლქებში კი 16 საჩივარი შევიდა.  რაც შეეხება აქტივობას, მეორე ტურში საკუთარი არჩევანი 114 ათას 470-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 37 პროცენტია. ეს მაჩვენებლი დაახლოებით 15 პროცენტით ნაკლებია, პირველ ტურთან შედარებით. 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 52 პროცენტი იყო.

ამავე კატეგორიაში