ბატონ მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან - ღარიბაშვილი 

12 მარტი 2021, 12:51 926 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარეს შეუძლია გირაო ნებისმიერ დროს გადაიხადოს და ციხიდან გამოვიდეს.

''მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით პროკურატურამ ნათელი განმარტება გააკეთა. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ ნებისმიერ დროს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღესაც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამართალდამცველებემა 23 თებერვალს, დილით, ,,ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის'' ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში