ბათუმში 5 ბალიანი შტორმია - ხვალ გამოიდარებს

12 მარტი 2021, 15:10 3227 ნახვა

შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმია. აჭარაში ხვალ, 13 მარტს გამოიდარებს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება. ზღვაზე დაფიქსირდება ღელვა - სამი ბალი.

ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს და 8 გრადუსია მოსალოდნელი. დღეს კი ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსია. 

მუნიციპალიტეტებში დღისით 5 გრადუსამდე დათბება, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში