ვართ მოტივირებული დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა - პარლამენტის თავმჯდომარე

12 მარტი 2021, 17:55 897 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუნდი არის მოტივირებული, პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს დროულად დაიხუროს. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დროა პოლიტიკა პარლამენტში დაბრუნდეს. 

''მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე.

ჩვენ, სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმ ფარგლებში, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ჩვენი მხარდამჭერების ასევე სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რა საკვირველია გადავდგამთ ნაბიჯები, რათა მოხდეს შეთანხმება, თუმცა რა საკვირველია ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება. ამას ვამბობ ხაზგასმით, რადგან ვფიქრობ, სწორედ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ამ დიალოგისადმი არის ასეთი.

ვფიქრობ დროა პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. დროა, ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები იმ პრობლემების საპირისპიროდ, რომელიც დღეს აქვს საზოგადოებას. როგორც სახელისუფლებო გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებული, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს და გადავერთოთ სწრაფად და მთელი ძალისხმევით იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში