ქობულეთის საკრებულოში ენმ-ს ორი წევრის ნაცვლად ერთი ოპოზიციონერი შევა

12 მარტი 2021, 18:02 1071 ნახვა

ქობულეთის საკრებულოში ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის ნაცვლად ერთი წევრი შევა. რადგანაც მამული სურმანიძე მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თვითმმართველობის არჩევნებამდე მის პოზიციაზე ადგილმონაცვლე არ შეირჩევა.

რაც შეეხება ბონდო თედორაძეს, ის პარტიული სიით  იყო წარდგენილი და მას სოლომონ ბაჯელიძე შეცვლის. მან ქობულეთის 81-ე საოლქო კომისიაში განაცხადი უკვე შეიტანა. უფლებამოსილების საკითხი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს საკრებულომ უფლებამოსილება 2 კვირის წინ შეუწყვიტა, მიზეზად მათ მიერ სხდომების ხშირი გაცდენა დასახელდა. ოპოზიცია გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში