ქედაში 300 ოჯახი საცხოვრებელი სახლის სახურავების შეკეთებას ითხოვს

13 მარტი 2021, 12:01 3352 ნახვა

300-მდე ოჯახი ქედის მერიას დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლას თხოვს. მათი განცხადებები მერიაში უკვე დევს, თუმცა   წელს ამ მიმართულებით  100 ათასი ლარია  გამოყოფილი და თუნუქის ფურცლები მხოლოდ  70 ოჯახს გადაეცემა.

ამ პროგრამით, რომელიც  სიძველით დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლას გულისხმობს, მერია პირველ რიგში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს  აკმაყოფილებს. 

პრიორიტეტულია ასევე  მრავალწევრიანი ოჯახები და ისინი,  სადაც შშმ პირები ცხოვრობენ.  პროგრამაში მოხვდება ის ოჯახიც, რომელსაც  100 000 ქულაზე ნაკლები აქვს. 

განცხადებებს კომისია  სწავლობს. გასულ წელს ანალოგიური დახმარება 30 ოჯახს გაეწია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში