კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

15 მარტი 2021, 10:31 776 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ბედი დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიციით წარსდგება დღეს „ქართული ოცნება“ მედიატორთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზე.

„ერთი რამ არის ფაქტი, რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ნება, ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაწარმოებთ ამ მოლაპარაკებებს უკვე მესამე დღეა. გუშინ „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა საზოგადოებაში განცდა, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეხვედრაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში