საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

15 მარტი 2021, 15:07 751 ნახვა

ხვალ, საქართველოს ასოცირების რიგით მეექვსე სხდომა გაიმართება, რომლისთვისაც ბრიუსელში ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა. ვიდრე ქართული მხარე  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრებს, მანამდე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება და სავარაუდოდ აუდიენციის მთავარი თემა   ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სასურველი იყო ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოშ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში