მოვუწოდებ მაია ხაჯიშვილს გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და გააუქმოს სააგენტოს ნებართვა - არმაზ ახვლედიანი "ამბასადორის" საკითხზე

16 მარტი 2021, 17:16 1092 ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი არმაზ ახვლედიანი ხვალ განათლების სამინისტროში "ამბასადორის" საკითხზე ხვალ დაანონსებულ შეხვედრას ეხმაურება. 

მისი განცხადებით, დაანონსებული მოსმენა უნდა იყოს საჯარო მედიისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ახვლედიანი განათლების მინისტრს მოუწოდებს გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და გააუქმოს სააგენტოს ნებართვა.

"მოვუწოდებ აჭარის განათლების და კულტურის მინისტრს ხვალინდელი განხილვა "ამბასადორის" საკითხზე იყოს საჯარო მედიისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ასევე მაია ხაჯიშვილს მოვუწოდებ გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და გააუქმოს სააგენტოს ნებართვა. სხვა შემთხვევაში ვეტყვი მინისტრს და ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნების ასე უხეშად დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ,,ამბასადორის'' მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საკითხი უნდა განიხილონ სამართლებრივ ჭრილში და ბულვარი მთელი თავისი მშვენიერებით დაუბრუნდეს ბათუმს. ეს არის ჩემი და ბათუმელების დიდი ნაწილის მოთხოვნა"- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სხდომაზე დაიშვებიან ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, 2021 წლის 17 მარტს გაიმართება ზეპირი მოსმენა ა(ა)იპ ,,ბათომის“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სამინისტრო, როგორც ყოველთვის, ზეპირ მოსმენას მართავს კანონმდებლობით დადგენილი წესით, _ ზეპირი მოსმენის სხდომა არის საჯარო.

პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვით, სხდომათა დარბაზში დაიშვებიან ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეები, რომლებიც წერილობით არიან ინფორმირებული სხდომის თაობაზე, მათი წარმომადგენლები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები"-აცხადებენ სამინისტროში

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში