ვიზიტი ბრიუსელში და ოფიციალური შეხვედრები

17 მარტი 2021, 11:53 765 ნახვა

ევროკავშირის საბჭოს ახალი ამბების „ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის მორიგი შეხვედრის შესახებ განთავსდა ინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს უცნობია. ბრიუსელის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს ირაჩე გარსიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპარლამენტს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან საუბარი შეეხო   ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის დიდ მნიშვნელობას და მის კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა დილოგისთვის მზაობა გამოთქვა, რომელიც დეესკალაციას და პროცესის პარლამენტში გადატანას შეუწყობს ხელს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში