„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა 

17 მარტი 2021, 14:39 864 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დღეს ''ქართული ოცნებისა'' და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. 

შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

ამ ეტაპისთვის უცნობია კონკრეტულად ვინ დაესწრება მოლაპარაკების პროცესს. 

კრისტიან დანიელსონმა დღეს დილით განაცხადა, რომ დიალოგი და კონსულტაციები გაგრძელდება. ევროპელი დიპლომატი ერთი კვირაა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში