ქობულეთში ბინა გაქურდეს, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა

17 მარტი 2021, 16:40 14003 ნახვა

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის #99 მდებარე, ხუთსართულიან კორპუსში ცეცხლაძეების ბინა გაქურდეს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც მეზობლები და ბინის ერთ-ერთი მეპატრონე ამბობს,  დილიდან სახლში არ იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულებს კი ბინის რკინის კარი გატეხილი დახვდათ.

სახლის მეპატრონის განცხადებით, წაღებულია 15 000 ლარი. მისივე თქმით, სახლი არეულია და ამიტომ კიდევ რა არის გატანილი დაზუსტებით არ იცის.

მისივე თქმით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია. დავით ცეცხლაძე ამბობს, რომ  მომხდარზე მეზობლები და ახლო ნათესავები გამოიკითხნენ და პროცესი გრძელდება.

 შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები და საექსპერტო კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. 

შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება 177- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში