შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

17 მარტი 2021, 17:43 835 ნახვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომის დატოვების მიზეზი დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო.

„ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარალამენტო არჩევნების თარიღი და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მისივე თქმით, პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა. 

''როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმის საკითხების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება და რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად და შესაბამისად ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია, ქართველი ხალხის წინაშე. 

მინდა, განვაცხადო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარალამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდით.

სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შესვლით სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებით დაიწყო ეს კონსულტაციები. მე წინა შეხვედრებზეც ვთქვი ჯერ გავარკვიოთ საპარლამენტო არჩევნების თარიღი და მასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგია ხელისუფლება. მედიატორები  ვერ იჭიდავებენ ამის გამო და მიდის დროის გაყვანა“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, მისთვის ასევე მიუღბელია ჟოზეფ ბორელის განცხადება. 

"მიუღებელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბატონ ბორელის გუშინდელი განცხადება ბრიუსელში იმის თაობაზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას, რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, რომელიც ასევე, აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ოპოზიცია ტყუილად ედავება ჩვენს ოლიგარქს ტახტსა და ძალაუფლებას, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია პროცესში", - განაცხადა ნათელაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში