იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ყველაფერი მხარეების მიდგომაზეა დამოკიდებული - ირაკლი კობახიძე

18 მარტი 2021, 13:16 676 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

მისივე განცხადებით, აუცილებელია სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს.

კობახიძის განცხადებით, დღეს სავარაუდოდ კიდევ ერთი ერთობლივი შეხვედრა შედგება.

„კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო საუბარი და კონკრეტული დეტალები განვიხილეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მხარეების მიდგომა დიალოგის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში