უსკოს თავმჯდომარემ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა

18 მარტი 2021, 18:02 926 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად  რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა  უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის  არჩევნების შესახებ უსკოს თავმჯდომარის ანგარიშიც მოისმინეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის, რომლის ლეგიტიმაციითაც მათ დეპუტატის სტატუსი მიიღეს, უსკოს ჩატარებულ არჩევნებს არ ენდობიან ოპოზიციაში და მანდატებზე უარს ამბობენ.

''ქართულ ოცნებაში'' კი არჩევნების სამართლიანობის დასტურად ეუთო/ოდირის დასკვნას იშველიებენ და აცხადებენ, რომ გაყალბების  საჩივრით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის თავად  ოპოზიციასაც არ მიუმართავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში