ევროსაბჭოს უშედეგო მედიაცია

19 მარტი 2021, 20:10 826 ნახვა

ევროპელი მედიატორის ჩართულობით მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში წავიდა.  მისი განცხადებით, ევროკავშირის სურვილი პოლიტიკური კრიზისის დასრულება იყო  და ის,  რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგით  წასულიყო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მმართველი გუნდის სიხისტის გამო ჩაიშალა,  ,,ქართული ოცნება“  კი პირიქით, პროცესის ასეთი შედეგით დასრულებას ოპონენტების დამსახურებად თვლის.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ულტიმატუმი კანონის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში