ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

20 მარტი 2021, 13:30 1025 ნახვა

ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ამ წუთებში ოპოზიცია საზოგადოებას  თავის სამოქმედო გეგმას პარლამენტის წინ  აცნობს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს.

მათი განცხადებით ერთკვირიანი მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული მოლაპარაკებებსა და  თავის ქმედებებში. საპირისპიროს აცხადებენ მმართველ გუნდში და მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში