ხულოში გადაუღებლად თოვს

02 ნოემბერი 2016, 00:00 5155 ნახვა

გადაუღებლად თოვს ხულოს მუნიციპალიტეტში. თოვლის საფარი დაბლობში 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს აღწევს. 60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე. ამ დროისთვის ელექტროენერგია დაახლოებით 25 სოფელს არ მიეწოდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტის და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა დენის გათიშვის გამო შეჩერდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და პრობლემა დღის მეორე ნახევრისთვის ნაწილობრივ მოგვარდება. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზებზე სატრანსპორტო გადაადგილება არ შეფერხებულა. ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

ამავე კატეგორიაში