გარევაჭრობა – გადაუჭრელი პრობლემა ქედაში

21 მარტი 2021, 20:15 2185 ნახვა

გარევაჭრობის პრობლემა ქედაში, მოსახლეობა ანტისანიტარიასა და დაკავებული ტერიტორიების გამო, გადაადგილების პრობლემაზე საუბრობს, ხოლო გასაყიდად გამოტანილ პროდუქტების ხარისხიანობაში ეჭვი შეაქვთ,საპირწონედ მოვაჭრეები ამბობენ, რომ რაიონში მათ ალტერნატიული ფართი არ აქვთ, თუმცა მერიის მხრიდან კარგი შემოთავაზების შემთხვევაში მზად არიან ადგილსამყოფელი შეცვალონ.

მერიაში ამბობენ, რომ ამჟამად ქედაში ასეთი შენობა არ არის, თუმცა განიხილება სპეციალური შენობის აშენების საკითხი, ანალოგიური პრობლემები აწუხებთ ხულოშიც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში