ვაქცინაციის პროცესი-აჭარაში კოვიდ ვაქცინა ამ დროისთვის 389 მედიკოსმა გაიკეთა

22 მარტი 2021, 12:11 826 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით  აჭარაში ამ დრომდე ჯამში 389 მედპერსონალი აიცრა, უახლოეს დღეებში  აცრის მსურველი კი მხოლოდ 10-ია. ვაქცინაციის დღევანდელი   სტატისტიკა  ქვეყნის მასშტაბით ჯერ არ განახლებულა, 21 მარტის  მონაცემით კი 3818  მედიკოსია აცრილი. ვაქცინაცია აჭარაში  მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობს. აცრის პუნქტები მაღალმთიანეთში  დახურულია.   რაც შეეხება  ეპიდ ვითარებას, საქართველოში კოვიდ 19 ბოლო 24  საათში 170 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 9-ს აჭარაში.  10 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა,  396 კი გამოჯანმრთელდა. ამ წუთებში  იწყება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის  საკოორდინაციო საბჭოს სხდომა,  14 საათზე  უნდა გახდეს ცნობილი, სავარაუდოდ, ახალი გადაწყვეტილებები  ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში