გიორგი გახარია: „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან არ წავალ”

22 მარტი 2021, 15:11 781 ნახვა

“პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ” – ეს არის გიორგი გახარიას პირველი კომენტარი, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის მიუხედავად, არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს. ყოფილმა პრემიერმა ეს კომენტარი ორი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან გააკეთა.

მოგვიანებით გახარიამ ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში