ქობულეთში წითელი ნუსხაში დაცული 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს

22 მარტი 2021, 15:41 2834 ნახვა

ტყის დაცვის კვირეულის ფარგლებში ქობულეთში, ყოფილი თიკერის ტყის ტერიტორიაზე  წითელი ნუსხაში დაცული  50 კოლხური ხოხობი გაუშვეს. პროექტის მიზანია, ბუნებრივ ჰაბიტატში კოლხური ხოხბის დაბრუნება, რომელიც გადაშენების პირას იმყოფება. სწორედ ამიტომ, გარემოში მისი დაბრუნება ხელოვნურად მოხდა. ტყის კვირეულის ფარგლებში, ხულო შუახევის მუნიციპალიტეტში კაკაბს გაუშვებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში