ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება იწყება

23 მარტი 2021, 14:45 740 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებაზე საუბრობენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველომ უიღბლოდ დაიწყო კამპანია, რამაც უნდობლობა გამოიწვია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა  კამპანიის გასაძლიერებლად საბჭოს თავის ხედვა უკვე  წარუდგინა. 

ამირან გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა  ვაქცინაციაა. თქვა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. ისაუბრა ბრიტანულ შტამზე, რომლის 50-მდე შემთხვევა დადასტურდა ჯამში.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები ახალ შტამსაც ფარავს. ქვეყანაში დღეისთვის 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი აიცრა, კვირის ბოლომდე საქართველომ  უნდა მიიღოს   „ფაიზერის“   ვაქცინაც  და მედიკოსებსა და 65 წელს ზევით ადამიანებს უკვე არჩევანის საშუალება ექნებათ.

თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა ახალციხის შემთხვევაზეც ჰკითხეს, მისი თქმით, ეს კლინიკა ყველა საჭირო ანტიშოკური პირობებითაა აღჭურვილი, რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მისი განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მოკვლევით, ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი მიზეზ-შედეგობრიობის დასადგენად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში