თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა - სენატორი ჯინ შაჰინი

23 მარტი 2021, 23:58 995 ნახვა

რუსეთი ისწრაფვის არეულობისა და ქაოსისკენ და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრი ზის ციხეში, არის რუსეთის გამარჯვება. ყოველი დღე, როდესაც საქართველს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვება. ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

"რუსეთი ისწრაფვის არეულობისა და ქაოსისკენ და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრი ზის ციხეში, არის რუსეთის გამარჯვება. ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვება. სწორედ ამიტომ, მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ყველა პარტიამ დაუშვა, რომ ამჟამინდელი კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდეს. დღეს მოვუწოდებ ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს მოსმენა უფრო მკაფიოს გახდის, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს მოსთხოვოს თავის მოკავშირე საქართველოს, შეასრულოს თავისი დემოკრატიული მიზნები და განამტკიცოს ღირებულებები, რომლებიც მის ხალხს გააჩნია“, - განაცხადა შაჰინმა. 

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში