ფრანკოფონიის კვირეული ბათუმში

24 მარტი 2021, 11:56 1628 ნახვა

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის კვირეულის მეორე დღე აჭარაში. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო,  შემდეგ კი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. სადაც საფრანგეთის ელჩს საქართველოში,  დიეგო კოლასს უმასპინძლეს. ბიბლიოთეკაში  ფრანგულენოვანი ლიტერატურის  გამოფენა მოეწყო, ასევე ახალგაზრდებმა  რამდენიმე მუსიკალური ნომერი  შეასრულეს. გარდა ამისა, პროგრამის მიხედვით, მოეწყობა ონლაინ კონფერენცია, ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება,  ბავშვებისთვის კი ანიმაციები.  კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე  კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში