ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსსა და ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

24 მარტი 2021, 14:12 2065 ნახვა

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ისაუბრა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებული იყო ოთხი პირი. 

უწყება დროებით დაიხურა და მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ვირუსი დაუდასტურდა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, იურისტს, ბუღალტერსა და მეთოდისტს.  ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.

ბაღების გაერთიანების დირექტორი ამბობს, ონლაინ მკურნალობის კურსს გადის და ამ ეტაპისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. 

''თავდაპირველად კოვიდი იურისტს დაუდასტურდა, შემდეგ სხვა თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ პისიარ ტესტირება. ორგანიზაციაში სულ 12 ადამიანია დასაქმებული'' - ამბობს ია ხალვაში. 

ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულთა ნაწილს კვლევები დღეს ჩაუტარდათ და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში