ბათუმის აეროპორტი 1 200 000 მგზავრს გაატარებს

25 მარტი 2021, 20:14 1386 ნახვა

ბათუმის განახლებულ აეროპორტში დღეს, ისრაელიდან პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები მეზობელი თურქეთიდან. აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

კოვიდ-19 პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად „ტავ ჯორჯიას“ სამშენებლო სამუშაოები არ შეუჩერებია.  გაფართოვდა სამგზავრო ტერმინალის შენობა,  „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და ავტომობილების სადგომი.

„ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მთავრობის მეთაურმა ჩაიბარა.

გარდა ამისა დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილი ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე სამი ცათამბჯენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და სტადიონზეც იმყოფებოდა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში