მეწყრული პროცესების გამო შეფერხებული მოძრაობა

26 მარტი 2021, 14:50 935 ნახვა

მესამე  დღეა  გარესამყაროს მოწყვეტილია შუახევში, სოფელ ცხემლისში, დარგულის უბანში მცხოვრები 15-მდე ოჯახი. გზის  ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმების შედეგად ქვის ლოდები ჩამოწვა. 

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერიტორიის გასაწმენდად ლოდების აფეთქებაა საჭირო. მეწყერი განვითარდა ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზაზეც.

ასევე ჩაკეტილია მოძრაობა ქედაში, სოფელ სიხალიძეებში.  ორი სოფლის   50 ოჯახი აქ შემოვლითი გზით სარგებლობს. 

გუშინ აღდგა მოძრაობა ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურის  მიმართულებით.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში