დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ორშაბათს განახლდება

26 მარტი 2021, 18:03 925 ნახვა

,,მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა“ -განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარების შეფასებისას.

მანამდე კი ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი მხარეები შეთანხმდებიან. კარლ ჰარცელის განმარტებით, ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა.

შეთანხმების სურვილი ყველა  პოლიტიკურ აქტორს აქვს, თუმცა მათი განცხადებებიდან ირკვევა, რომ არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.  რას შეცვლის ევროპის საბჭოს  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მეორედ ჩამოსვლა საქართველოში?

ოპოზიციაში უჭირთ მოლოდინებზე საუბარი, რადგან თვლიან,  რომ ხელისუფლება არაპროგნოზირებადია, თუმცა ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი ევროკავშირის მედიაციით დაწყებულ დიალოგს ხელმეორედ ჩაშლის, დასავლეთი ქმედით ნაბიჯებზე გადავა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ ისევ ჩაიშლება მოლაპარაკებები, მაშინ  შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს  საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი. ,,ქართულ ოცნებაში“  კი  აცახდებენ, რომ  ისინი ისევ არ განიხილავენ არც ვადამდელი არჩევნების და არც პოლიტმატიმრების საკითხებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში