პურის სუბსიდირება გრძელდება

26 მარტი 2021, 20:04 1375 ნახვა

4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.

ამჯერად კი კერძო სექტორის მოთხოვნით, სუბსიდიის მოცულობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში 20 ლარამდე გაიზრდება.

ასოციაციები ამის მიზეზად წყალსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილ ხარჯს ასახელებენ. პურის საცხობებს ერთ ტომარა ფქვილში 70 ლარის გადახდა უწევთ, მაშინ, როცა წლის დასაწყისში 57 ლარს იხდიდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში