ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში

26 მარტი 2021, 20:07 1281 ნახვა

პირბადის ტარების დაბალმა მაჩვენებელმა და ვაქცინის მიმართ უნდობლობამ, არაა გამორიცხული საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღასთან და „ლოკდაუნამდე“ მიიყვანოს - ასე ეპიდემიოლოგები ფიქრობენ. 

ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა დღეს, ბათუმში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრა აჭარაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონში 420 მედიკოსია ვაქცინირებული. 31 მარტიდან კი „ასტრაზენეკასთან“ ერთად აცრა შესაძლებელი იქნება „ფაიზერითაც“, რომელზეც მოთხოვნა დიდია.

ფაიზერით აცრის რიგში 9 ათასი მოქალაქეა, მათგან 20% სამედიცინო პერსონალი დანარჩენი კი 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები, დაახლოებით 2000 ადამიანი კი აცრას „ასტარაზენეკას“ ვაქცინით გეგმავს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში