დაკავება “ოცნების” ოფისთან

27 მარტი 2021, 18:20 891 ნახვა

''ქართული ოცნების'' ოფისთან დაკავებულები  სასამართლო პროცესს ელოდებიან. პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან უმრავლესობის სხდომის  პარალელურად აქციას მართავდნენ და სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ.

ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ამბობდნენ რომ არჩევნები გაყალბდა. დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს გადაიდოს სხდომა მათ მიერ მტკიცებულებების შეგროვება. დაკავებულებს  პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში