საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები

28 მარტი 2021, 15:25 945 ნახვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.

პარლამენტის ბიუროს, ხვალინდელ  სხდომაზე, 85 დეპუტატის ხელმოწერით საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინება.კონსტიტუციის ძირითადი ნორმების თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება, ხოლო ამ არჩევნებში კონსტიტუცია 5%-იან საარჩევნო ბარიერს ადგენს.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში