კრისტიან დანიელსონი მესამე სექტორს შეხვდა

28 მარტი 2021, 20:41 1024 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დანიელსონმა კომპრომისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მე შევხვდი შვიდ ევროპარლამენტერს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც თქვენ ესაუბრეთ. გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო.  საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს მომავლისთვის.

წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში მქონდა ურთიერთობა ყველა იმ ინსტიტუციასთან, რომელიც ჩართულია საქართველოს საკითხებში. მათ შორისაა შარლ მიშელი, ასევე, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას. ევროკავშირი ძალიან აქტიურადაა ჩართული რომ დაეხმაროს საქართველოს ამ კრიზისი მოგვარებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა ეს არა ევროკავშირის, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაა. 

ასევე მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა იყო ამ საკითხის გაცნობის შესაძლებობა. ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, ფლობს ინფორმაციას მეორე მხარის მოსაზრებების შესახებ. ასევე, კარგად იციან რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა გააკეთონ ეს. ისინი უნდა მივიდნენ კომპრომისამდე. მე და ჩემს გუნდს მხოლოდ დახმარება შეგვიძლია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია. 

არის საჭიროება გამბედაობის, არის საჭიროება კომპრომისის. კომპრომისი ეს არ არის სისუსტის ნიშანი, ეს არის პირიქით სიძლიერის ნიშანი. კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული", - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში