კორონავირუსის შემთხვევების გამო, სოფელ ლეღვას პირველი საჯარო სკოლა დაიხურა

29 მარტი 2021, 11:29 1459 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, სოფელ ლეღვაში პირველი საჯარო სკოლა დაიხურა. კოვიდი  მასწავლებელსა და მეცხრე კლასის მოსწავლეს დაუდგინდა. რესურსცენტრის დირექტორი, მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლის ორი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სკოლის დირექტორის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებაში გეგმიური ტესტირება პარასკევს ჩატარდა. 

''მასწავლებელს არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. კორონავირუსის კვლევის დროს დაუდგინდა. პედაგოგიცა და მოსწავლეც  ონალიანმკურნალობას გადიან,'' - აცხადებს მანონი მამულაიშვილი. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში დეზინფექცია ჩატარდა. 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში