კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა

29 მარტი 2021, 14:52 682 ნახვა

ქვეყნის პრემიერმა ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან. მისი განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი გრძელდება და იმედი აქვს შეთანხმებით დასრულდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, თუმცა გამორიცხა ვადამდელი არჩევნები. შვედი დიპლომატი ორბელიანების სასახლეში უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში