კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმის მე-14 და ლეღვას სკოლები დროებით დაიხურა

29 მარტი 2021, 18:01 1003 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ორი კვირით დაიხურა ბათუმის მე-14 და ლეღვას  საჯარო სკოლები. ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ბათუმის პირველ სკოლასა და ხელვაჩაურის მეორე ბაღში. აქ სააღმზრდელო პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც 12 დღიანი იზოლაციის შემდეგ ხელმეორედ ჩაუტარდებათ თანამშრომლებს ტესტირება.

აჭარაში ჯამში 13 კლასია დისტანციურ სწავლებაზე, საბავშვო ბაღების 3 ჯგუფი კი დაკეტილია. ეპიდემიოლოგიური ჯგუფის გადაწყვეტილებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ასევე  ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ერთი კლასი.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით,  დაწყებითი კლასის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ-19.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში