ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხე აჭარაში

29 მარტი 2021, 20:07 11862 ნახვა

კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ აჭარა პირველი იყო, სადაც სკოლები გაიხსნა. ორთვიანი საკლასო სწავლების შემდეგ ამ ეტაპზე ორი საჯარო სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სასწავლო პროცესი შეჩერდა კიდევ რამდენიმე კლასში. კოვიდ 19- მა შეაღწია საბავშვო ბაღებშიც.  გასულ კვირაში მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ქობულეთის ბაღების გაერთიანება.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ისინი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე ღებულობენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში