ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი ცხადდება

30 მარტი 2021, 18:08 1059 ნახვა

ძველ ბულვარში დღეიდან ახალი მშენებლობები არ დაიწყება. მორატორიუმი დღეს აჭარის მთავრობამ გამოაცხადა.

სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ რამდენიმე თვით შეჩერდება, რადგან როგორც მთავრობაში  განმარტეს,  დროის სწორედ  ეს პერიოდია საჭირო გენგემის დამტკიცებამდე, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ   ბულვარში  ნებისმიერ  სამშენებლო სამუშაოების    დროს.  ეს გადაწყვეტილება თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საკრებულოში მიმდინარე  განვითარებული პროცესებიდან ერთ საათში გამოაცხადა.

საკრებულო დღეს  კომპანია ,,ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ პლაჟის გადაცემის საკითხს განიხილავდა. 

ეხება თუ არა მორატორიუმი ,,ბათუმი  ამბასადორის“ მშენებლობას, რატომ გადაწყვიტა რეგიონის მთავრობამ ბათუმის ბულვარი სამართავად ისევ მერიას დაუბრუნდეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში