მხარეებმა კომპრომისი ვერ დაინახეს - ვახტანგ მეგრელიშვილი

31 მარტი 2021, 02:05 812 ნახვა

კომპრომისი უნდა ყოფილიყო პოლიტპატიმრები და ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი უნდა ყოფილიყო გარკვეული უარი რიგგარეშე არჩევნებზე და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა ეს კომპრომისი ვერ დაინახეს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად იძახდა, რომ რაც არ უნდა იყოს მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ანუ მცირე შენიშვნები შეიძლება მაქვსო, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო. ოპოზიციამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რურუას ქეისი არ იყო ნათლად წარდგენილი, თუმცა მედიატორმა სიტყვიერად თქვა, ახსნა თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა.ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ახლა შეთანხმება ვერ მოხერხდა ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტა რურუას ქეისზე.

კი ვარ ცოტა გულგატეხილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა.

"ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს ეს შეთანხმება მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სამწუხაროდ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში