ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური და მოზომილი, "ქართული ოცნება" არაფერს დათმობს - ზურაბ ჯაფარიძე

31 მარტი 2021, 02:20 892 ნახვა

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხდა - სამწუხარო რეალობაა, როდესაც შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა მთელი პასუხისმგელობა არის ხელისუფლებაზე.

,,არ მესმის, რომელ კომპრომისზეა საუბარი, როდესაც საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზე, ან არის სასამართლო დამოუკიდებელი ან არის ბიძინასი, მანდ კომპრომისი სად გადის? ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი - დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის შეფასებით, სამი საკითხიდან, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არცერთი არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ სჯერა, რომ „იქ დაწერილი ტექსტებით რაიმე შეიძლება შეიცვალოს მართლმსაჯულების სისტემაში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში