მოლაპარაკებებზე მმართველი პარტია მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა - ირაკლი კობახიძე

31 მარტი 2021, 02:43 1074 ნახვა

ვიცით, რომ არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი. ეს არის ძირითადად გამოხატული, თუ არ ვცდები სამ პარტიაში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“. ეს არის სამი მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტია, სხვა პარტიებს ჰქონდათ მეტნაკლებად დაბალანსებული, კონსტრუქციული პოზიციები თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სამი პოლიტიკური პარტია და „გირჩი მეტი თავისუფლება“ არიან ისინი, რომელთაც არაფერი სცხიათ თავისუფლების, ეს შემიძლია გითხრათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"როდესაც მოლაპარაკებები წარმოებს აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში გავარკვიოთ მტყუან-მართალი ზოგადად და ვნახოთ, რა ოპოზიციასთან გვაქვს ჩვენ საქმე და რა ხელისუფლებასთან. სად არიან კრიმინალები და სად არ არიან კრიმინალები, სად არიან მოღალატეები და სად არ არიან მოღალატეები, სად არიან დესტრუქციულები და სად არიან კონსტრუქციულები, ეს უნდა გავარკვიოთ პირველ რიგში და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი იქნება იმის გათვლა, თუ ვისი თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა. ეს იყო რა თქმა უნდა სააკაშვილის და მისი თანამზრახველის ინტერესში. თუ დააკვირდით ბატონ დანიელსონსაც წინასწარ ჰქონდა დაწერილი დოკუმენტი და ეს არ იქნებოდა ბუნებრივია ერთი დოკუმენტი, მას სავარაუდოდ ჰქონდა ერთზე მეტი დოკუმენტი, ასე ხდება ხოლმე ეს როდესაც სისტემურად მუშაობს ადამიანი. ჩვენც გვქონდა ბუნებრივია სხვადასხვა ვარიანტი და აქ კორექტივების შეტანაც მოგვიწია ვიდრე ჩამოვიდოდით, ეს არის ვარიანტი, რომელიც გამომდინარეობდა იქიდან, რომ შეთანხმება არ შედგა“, – განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებებზე მმართველი პარტია მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა.

,,მიუხედავად იმისა, რომ წავედით ასეთ კომპრომისზე, წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვან კომპრომისზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით მელიას თემაზე. ეს არის სერიოზული კომპრომისი, არც ამას გაუწიეს ანგარიში. არც იმას გაუწიეს ანგარიში, რას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორები, ვერც იმას მიხვდნენ, რატომ ამოიღო დანიელსონმა ჩანაწერი არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არ აინტერესებთ არაფერი, რატომ? იმიტომ, რომ დირექტივებს და ინსტრუქციებს იღებენ კიევიდან და კიევიდან ვინც იძლევა ამ ინსტრუქციებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ჩაიშალოს ყველანაირი მოლაპარაკება ამ ქვეყანაში.''-განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ გავაგრძელებენ მუშაობას იმ დღის წესრიგით რომელიც არის საინტერესო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.  

,,საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ, ვართ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაქსიმალურად დამთმობი იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც აქვს ბუნებრივია სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლიანობის პრინციპს, ბუნებრივია ასე გაგრძელდება  ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში