ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი არჩევნებთან და რურუასთან დაკავშირებით, მათ ჩაკეტეს დიალოგი - ირაკლი კობახიძე

31 მარტი 2021, 12:32 1227 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას მმართველ გუნდს არცერთი ულტიმატუმი არ დაუყენებია.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა 2 ულტიმატუმი, რურუას გათავისუფლებასა და არჩევნების პლებისიტზე, რის გამოც მოდერატორმა ჩათვალა, რომ დიალოგის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.

" იყო ერთი წრე მოსაზრებების გაცვლის. ოპოზიციის ულტიმატუმის შემდეგ განაცხადა დანიელსონმა, რომ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მოსპო ყოველგვარი რესურსი, რომ შეთანხმება შემდგარიყო თავისი არაკოსნტრუქციული მიდგომით. ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი, მას სჭირდება მოგვარდება. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მცდელობები კონრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან. შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, გვექნება კონსტრუქციული მიდგომა ყველა საკითხზე"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, რეფორმებთან დაკავშირებით მათ იქვე დააფიქსირეს პოზიცია, რომ რეფორმებს განახორციელებენ ყოველგვარი ხელმოწერების გარეშეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში