ქობულეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის'' და "ქრისტიან-კონსერვატიული'' პარტიის ფრაქციის დაშლის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება

31 მარტი 2021, 16:00 1121 ნახვა

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 16-საკითხი განიხილეს.

საკრებულომ, ,,ნაციონალური მოძრაობის'' ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დაამტკიცა.

ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ'' და ,,ქრისტიან კონსერვატიულმა'' პარტიებმა ფრაქციის დაშლის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ახალი გაერთიანებული ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს, თვლიან რომ გადაწყვეტილება უსამართლო და არაკანონიერი იყო.

უფლებამოსილება შეუწყდა ბონდო თედორაძეს, რომელიც პარტიული სიით იყო არჩეული. მის ნაცვლად, კი ენმ-ეს პარტიული სიის ახალი წევრის, სოლომონ ბაჯელიძის უფლებამოსილების ცნობა ოფიციალურად დაამტკიცეს.

მამული სურმანიძეს შეუწყდა უფლებამოსილება. იგი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივ არჩევნებამდე აღნიშნულ პოზიციაზე არ აირჩევა ახალი მაჟორიტარი.

რაც შეეხება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქრისტიან კონსერვატიული'' ფრაქციის დაშლის საკითხის განხილვას დავით მჭედლიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსის, 30-მუხლის თანახმად ფრაქცია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან.

26 თებერვალს, ქობულეთის საკრებულომ ოპოზიციის ორ წევრს, მამული სურმანიძეს და ბონდო თედორაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, ამ გადაწყვეტილებამ კი, ფრაქციების დაშლა გამოიწვია, რადგანაც არსებული კანონმდებლობის მიხედვით ფრაქცია მინიმუმ სამი წევრისგან უნდა შედგებოდეს.

პანდემიის გამო, სხდომა ქობულეთის კულტურის სახლში ჩატარდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში