თორნიკე რიჟვაძე UNDP-ის წარმომადგენლობას შეხვდა

31 მარტი 2021, 20:05 980 ნახვა

გაეროს განვითარების პროგრამები 2021-2027 წლებში, აჭარის სოფლის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი მდგრადი განვითარების განხორციელებაზე იქნება მიმართული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა განიხილეს ის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია გაეროს განვითარების პროგრამის უფრო ინტენსიური ჩართულობა.  

UNDP აჭარაში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. თორნიკე რიჟვაძეს ლუიზა ვინტონთან დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში