ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია - შსს

31 მარტი 2021, 23:25 1018 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

„აღნიშნული პირი არის აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხებათ სხვა პირებს, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში