ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო დატოვეს

01 აპრილი 2021, 00:13 994 ნახვა

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა პირებმა სასტუმრო "ვინოტელის" შენობა პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს. 

ცოტა ხნის წინ სასტუმრო „ვინოტელთან“ აქციაზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. 

გიგა მაქარაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ გადაინაცვლონ სასტუმროს "რუმს ჰოტელთან", სადაც ვლადიმერ პოზნერი დაბინავდა და იქ გააგრძელონ პროტესტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში