ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, იუსტიციის მინისტრი კი რატი ბრეგაძე გახდა 

01 აპრილი 2021, 11:12 926 ნახვა

საქართველოს მთავრობაში ორი ახალი მინისტრი იმუშავებს. გუშინ თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, ხოლო გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. 

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში მიემგზავრება და გუშინ ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.. 

რატი ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ლაშა ხუციშვილი კი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში